All fields are required.

Close Appointment form
icon
ფრინველის გრიპის A(H9N2) ვირუსის ახალი შემთხვევები ჩინეთში

2026 წლის 16 იანვარს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჩინეთში ფრინველის გრიპის A(H9N2) ვირუსით ადამიანთა ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დააფიქსირა. შემთხვევები გამოვლინდა გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) ზედამხედველობის ფარგლებში. სიმპტომების დაწყება აღინიშნა 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში.

სამივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა. შემთხვევები რეგისტრირებულია ჰუბეის, ძიანსუსა და გუანსის პროვინციებში. სამივე ბავშვი გამოჯანმრთელდა. ერთი ბავშვის შემთხვევაში დაფიქსირდა შინაურ ფრინველთან კონტაქტი, ერთ შემთხვევას არ ჰქონია პირდაპირი კონტაქტი ცოცხალ ფრინველთან, ხოლო ერთს აღენიშნებოდა არაპირდაპირი კონტაქტი ახლად დაკლულ ფრინველთან.

ფრინველის გრიპის A(H9N2)-ით ადამიანის ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულია ევროკავშირისა და ევროპის სავაჭრო ზონის (EU/EEA) ფარგლებს გარეთ. ინფიცირების ყველაზე სავარაუდო წყაროა ინფიცირებულ ფრინველთან ან დაბინძურებულ გარემოსთან პირდაპირი კონტაქტი. შემთხვევების უმეტესობაში A(H9N2) იწვევს დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას. ამ ეტაპამდე ადამიანებში შემთხვევების კლასტერები არ დაფიქსირებულა. ჯანმო-ს მიხედვით, A(H9N2)-ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ალბათობა დაბალია, რადგან არ არსებობს მტკიცებულება ვირუსის მდგრადი გადაცემის უნარის შესახებ.

ამ დროისთვის EU/EEA-ში ფრინველის გრიპის A(H9N2)-ით ადამიანის შემთხვევები არ დაფიქსირებულა და რეგიონში ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკი ძალიან დაბლად არის შეფასებული.

© 2015 ALL RIGHTS RESERVED