All fields are required.

Close Appointment form
icon
იაპონიაში გრიპის სეზონი ნაადრევად დაიწყო

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის გრიპის სეზონი ოფიციალურად დაიწყო 3 ოქტომბერს, წინა წელთან შედარებით ნაადრევია. ეპიდემია დაიწყო სექტემბრის ბოლოს, 39-ე ეპიდემიოლოგიურ კვირაში (22–28 სექტემბერი), მაშინ როდესაც 2024 წელს იგი ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში იაპონიაში დაფიქსირდა დაახლოებით 4 300 შემთხვევა, ხოლო მომდევნო კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა ოკინავაში, ტოკიოსა და კანაგავაში.

ბოლო წლებში იაპონიაში გრიპის სეზონი არაერთხელ დაწყებულა ჩვეულებრივზე ადრე, თუმცა მიმდინარე წლის შემთხვევა განსაკუთრებით გამორჩეულია. 2023–2024 წლების სეზონი, რომელიც დაიწყო 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, იყო ყველაზე მძიმე, დაფიქსირდა დაახლოებით 18 მილიონი შემთხვევა, ხოლო 2024 წლის ბოლო კვირაში აღირიცხა გრიპის ყველაზე მაღალი რაოდენობა 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო ზედამხედველობა დაავადებაზე. იაპონიის ჯანდაცვის ორგანოების შეფასებით, გრიპის მომატებული გავრცელება დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურობების გააქტიურებასთან, ამინდის ცვალებადობასთან და იმ ფაქტთან, რომ მოსახლეობა COVID-19-ის პანდემიის დროს ნაკლებად იყო ექსპოზირებული გრიპის ვირუსთან, რის გამოც საერთო იმუნიტეტი დასუსტდა. გრიპის შემთხვევების მატება შეინიშნება სხვა აზიურ ქვეყნებშიც, მათ შორის ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, დროულად გაიკეთონ გრიპის ვაქცინა, რათა თავი დაიცვან ვირუსის გავრცელებისგან და შეამცირონ დაავადების გართულების რისკი.გადატვირთული სამედიცინო დაწესებულებების ფონზე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით დაეკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელება.

ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის (EU) და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში, გრიპის ვირუსის ცირკულაცია ამ ეტაპზე დაბალია. სპეციალისტების განცხადებით, გრიპის სეზონი ევროპაში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეპიდემიოლოგები აკვირდებიან ვითარებას, რადგან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების მატება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში.

© 2015 ALL RIGHTS RESERVED