All fields are required.

Close Appointment form
icon
ასოციაციის  საქმიანობის მიზნები
  1. საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე  ზრუნვა;
  2. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, მათი ეფექტურობის საექ­სპერტო შეფასება, სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულების დასაბუთება, მოსალოდ­ნე­ლი შედეგების საპროგნოზო შეფასება;
  3. გადამდებ დაავადებებზე, მათ შორის განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადე­ბებ­ზე ეპიდზედამხედველობის (კვლევის) და მათი პრევენციის ხელშეწყობა;
  4. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევაში, ანალიზში, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება/გატარებაში მონაწილეობა;
  5. მოსახლეობის იმუნიზაციის რუტინული პროცესისა და კამპანიების საექსპერტო და მეთოდური  ხელშეწყობა, მონიტორინგში მონაწილეობა;
  6. პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის  და სამედიცინო მომსახურების ხარის­ხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  7. მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის საჭირო ღონისძიებების შემუ­შა­ვებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  8. საზოგადოების, განსაკუთრებით მისი მოწყვლადი ნაწილის (ქალები, ბავშვები, მო­ზარ­­დები, ხანდაზმულები, შშმპ, ეთნიკური, რელიგიური და სხვ. უმცირესობების) ჯანმ­რ­თე­ლო­ბის საჭიროებების შეფასებაში და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებაში მონა­წი­ლეობა;
  9. სამედიცინო სტატისტიკის წარმოების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ადამი­ანის განვითარების შეფასებისთვის აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტა­ტისტიკის წარმოებაში მონაწილეობა;
  10. მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო  გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწ­ყობა;
  11. მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  12. დარგში დასაქმებულ პროფესიონალთა საგანმანათლებლო, სასწავლო  საქმიანობის ხელშეწყობა; სახელმძღვანელო/მეთოდური ლიტერატურის მომზადებაში მონაწილეობა;
  13. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი  ხელ­შეწყობა  (თამბაქოს მოხმარების, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიასთან და სხვ. ბრძოლის ხელშეწყობა);
  14. თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის /მათ შორის მუნიციპალურ ცენტრებთან/ და სოციალური სფეროს ორგანიზაციებთან, დაინტე­რესებულ უწყებებთან და სექტორებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
  15. მონაწილეობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საკანონმდებლო  და მარე­გულირებელი საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში;
  16. მონაწილეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების უფლებათა დაცვაში;
  17. საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის სფეროში არსებული  ეთიკური პრობლემების მოგვა­რების ხელშეწყობა;
  18. თანამშრომლობა საქართველოში ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის სფე­­­­­რო­­­ში მოღვაწე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
  19. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში კონფერენციების, სიმპოზიუმების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  20. თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციებთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე  სხვა საერთაშორისო ორგანი­ზა­ცი­ებ­თან.
© 2015 ALL RIGHTS RESERVED